საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მიმდინარე სტაჟირების კონკურსის პირობები
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადებულია სააგენტოს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და რეგიონულ სამსახურებში:
- ადმინისტრაციული სამსახური :
- სახელმწიფო შესყიდვები
- საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგება
- საქმისწარმოება
- იურიდიული სამსახური;
- სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახური:
- სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახური (ქ. თბილისი)
- დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველო (ქ. ბათუმი და ქ. სამტრედია)
- სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო (ქ. ახალციხე)
- მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახური.
საკონკურსო პირობები და მოთხოვნები
1. კონკურსის პირობები
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- პირველი ეტაპი: ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში;
- მეორე ეტაპი: ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) შესამოწმებელი ტესტირება;
- მესამე ეტაპი: გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
კანდიდატი კონკურსის შემდგომ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ წინა ეტაპის წარმატებით გავლის (გამსვლელი ქულის მოპოვების)შემთხვევაში;
სტაჟირების კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ტესტირების ჩატარებამდე 2 დღით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელ–ფოსტის მეშვეობით.
შეტყობინება თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ეგზავნება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს კონკურსის წინა ეტაპი ანუ მიღებული აქვთ გამსვლელი ქულა.
კონკურსანტთა პრეტენზიები და საჩივრები წერილობითი ფორმით მიიღება კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო სამუშაო დღის 18 საათამდე ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში, გორგასლის ქუჩა 16.
2. განათლებასთან და უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული მოთხოვნები
სტაჟირების კანდიდატთა (გარდა მარკეტინგისა და ინოვაციებისა და იურიდიული სამსახურებისა) სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- უცხო ენის ფლობა;
- MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
იურიდიულ სამსახურში სტაჟირების კანდიდატთა სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართალმცოდნეობის სპეციალობის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- უცხო ენის ფლობა;
- MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახურში სტაჟირების კანდიდატთა სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა;
- Internet-დან ინფორმაციის მოძიების უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური, კრეატიული აზროვნების, გუნდური მუშაობის, არგუმენტირების (წერითი და ვერბალური), შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი, დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა.
3. სავალდებულო ნორმატიული აქტების ცოდნასთან დაკავშირებული მოთხოვნები
ადმინისტრაციულ სამსახურში, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით სტაჟირების გავლის კანდიდატს დამატებით მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ადმინისტრაციულ სამსახურში, საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების მიმართულებით სტაჟირების გავლის კანდიდატს დამატებით მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
კონკურსის მესამე ეტაპისათვის (გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან) სტაჟირების კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სტაჟირების კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის ყველა ეტაპს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სტაჟიორად დანიშვნის შემთხვევაში ყოველთვიურად მიიღებენ ანაზღაურებას 100 (ასი) ლარის ოდენობით თვეში. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 2 თვის ვადით.
წარმატებული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებსა და რეგიონულ სამსახურებში.
სტაჟირების კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის სამივე ეტაპს, ვალდებულია, აკადემიის ვებ-გვერდზე www.mofacademy.ge განთავსებული შედეგების გაცნობიდან არაუგვიანეს 10 დღისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია ან CV;
- ფოტოსურათი, ზომით 3/4;
- დიპლომის ასლი –არსებობის შემთხვევაში ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
განაცხადების მიღება დასრულებულია
www.mofacademy.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ფინანსთა სამინიტროს აკადემიის ცხელ ხაზზე:
2 26 10 26