ჩვენ შესახებ

სიახლეები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, საქართველოს 4 რეგიონში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

08.09.2020

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, საქართველოს 4 რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პროექტის ბენეფიციარი ქალები დასავლეთ საქართველოდან.

სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ აკადემიის ტრენერები ლაშა კობერიძე და გიორგი კერძაია, სადაც განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა:

  • როგორ გავხადოთ ჩვენი პროდუქტი/სერვისი ცნობადი (ქუთაისი)
  • მიკრო და მცირე ბიზნესი - რატომ ვირჩევთ ამ სტატუსებს (ქუთაისი)
  • შემოსავლები ვალდებულებები, შეღავათებით სარგებლობა, საგადასახადო დეკლარირება (ამბროლაური)
  • მიკრო და მცირე ბიზნესის ხარჯების წარმოება და აღრიცხვის ჟურნალი (ანაკლია)
  • ვინ არის ჩემი მომხმარებელი და სად გავყიდო ჩემი პროდუქტი (ჩოხატაური)

სამუშაო შეხვედრების შემდგომ, საველე სამუშაოების ფარგლებში შედგა ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც აკადემიის წარმომადგენლებისა და ტრენერების მხრიდან ბენეფიციარებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები.

აღნიშნული პროექტი კვლავ გრძელდება და მის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის განხორციელება ქ. ბათუმში თემაზე: "როგორ გავზარდოთ გაყიდვები ბრენდინგის დახმარებით".