რას გთავაზობთ

შესყიდვები კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სექტორში

კურსი ამჟამად მიუწვდომელია

 

 

დღესდღეობით, საქართველოს შესყიდვების სისტემაში ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ეტაპობრივ დანერგვას და, შესაბამისად, შესყიდვების სფეროში როგორც საკანონმდებლო, ასევე ტექნოლოგიურ და ინსტიტუციურ ცვლილებებს. ცვლილებები ეხება როგორც, ეგრეთწოდებულ, კლასიკურ საჯარო სექტორს (დღევანდელი ტერმინოლოგიით - სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციები), ასევე კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს (კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სასმელი წყლის, ელექტროენერგიის, გაზის ან გათბობის წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, დისტრიბუციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურების მისაწოდებლად განკუთვნილი ფიქსირებული ფიზიკური ქსელის უზრუნველყოფას ან მართვას), მიუხედავად იმისა, განეკუთვნება ეს ორგანიზაცია თუ არა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციას.შესაბამისად, შესყიდვების წარმართვასთან დაკავშირებული გარკვეული რეგულაციები გავრცელდება ზემოაღნიშნულ სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიების გარკვეული ობიექტების შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებზეც.

  • საჯარო შესყიდვების დღევანდელი რეგულირება საქართველოში: (მოქმედი მარეგულირებელი კანონმდებლობის მიმოხილვა;ერთიანი ელექტრონული სისტემა;სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობა;სახელმწიფო სფეროში მოქმედი მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები)
  • ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მიმოხილვა
  • ევროკავშირის დირექტივით გათვალისწინებული შესყიდვის პროცედურები და ინსტრუმენტები
  • საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკები და გამოცდილების გაზიარება შესყიდვების პროცესების ეფექტიანად წარმართვისათვის

 

  • იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სფეროში ოპერირებენ
  • შესყიდვების სპეციელისტები