რას გთავაზობთ

დღგ-ის ავანსების დაბეგვრის სპეც-კურსი

ამჟამად კურსი მიუწვდომელია

 

კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პრაქტიკისა და შეფასებების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, გაანალიზება და სამეურნეო ოპერაციების სრულყოფილი შეფასება

  • ავანსად კვალიფიკაციის 4 პირობის შესრულება დღგ-ის მიზნებისათვის
  • საკომპენსაციო თანხის გადახდა (მ.შ. ვალუტაში) და საკომპენსაციო თანხის მიღების საანგარიშო პერიოდები
  • კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები და მისი დაბეგვრა მიმდინარე პერიოდში
  • დაბეგვრის ობიექტი და საანგარიშო პერიოდი როდესაც, მომსახურების გაწევა ხდება უწყვეტად ან რეგულარულად
  • მომსახურების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება არარეზიდენტი პირებისათვის, დღგ-ით უკუდაბეგვრა
  • დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშების მიზნით საერთო ბრუნვის თანხაში - მიღებული საკომპენსაციო თანხის გათვალისწინება
  • გამოწერილი საფ-ები, დღგ-ით დაბეგვრის დრო და საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი, თანხის განაშთვა/ შემცირება პერიოდების მიხედვით; (მ.შ. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საანგარიშო პერიოდი და კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;)
  • თანხის ანაზღაურება დღგ-ის არარეგისტრირებული პირების მიერ, მათ შორის პირისთვის მისაღები ჩათვლა რეგისტრაციის შემდგომ მიღებულ/გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე და დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დაყოფილი გადახდების დროს
  • დაბეგვრის დამატებითი საკითხები: ბარტერთან, არსებული დავალიანებების ანაზღაურებასთან, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებასთან,  მშენებლობის მომსახურებასთან, ფასების ცვლილებასთან, რეორგანიზაციასთან, ურთიერთ ჩათვლილ და შეცდომით ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი საკითხები
  • დღგ-ის ავანსების ნაწილში ხშირად დაშვებული ხარვეზები და გამონაკლისი შემთხვევები; პრობლემური საკითხის გადაჭრის მექანიზმები

 

  • კერძო სექტორში დასაქმებული ბუღალტრები და ფინანსური მენეჯერები
  • აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლები
  • საკუთარი ბიზნესის მქონე პირები
  • საწარმოს სხვადასხვა სპექტრის სპეციალისტები, რომელთაც სჭირდებათ საგადასახადო დაბეგვრის საკითხების ცოდნა