რას გთავაზობთ

საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიხედვით

კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს ფინანსური ანგარიშგების მომზადება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად.

მოდული 1 - ფინანსური ანგარიშგების არსი

  • ფინანსური ანგარიშგების არსი, მიზანი და სტრუქტურა (IPSAS 1)
  • ინდივიდიუალური ფინანსური ანგარიშგების მომზადება (IPSAS 34)
  • კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება (IPSAS 35)

მოდული 2 - ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები

  • ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი)
  • წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგება
  • კონსოლიდირებული ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება
  • ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება
  • ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები (შენიშვნა N1 სააღრიცხვო პოლიტიკები)

მოდული 3 - სააღრიცხვო ინფორმაციის ასახვა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში და მასთან დაკავშირებული განმარტებითი შენიშვნები 

  • შენიშვნა N2 ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
  • შენიშვნა N2ა მიმდინარე ინვესტიციები და მისაღები თანხები (დებიტორები)
  • შენიშვნა N4 სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები
  • შენიშვნა N3 მატერიალური მარაგები
  • პრაქტიკული ქეისი N1

მოდული 4 - სააღრიცხვო ინფორმაციის ასახვა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში და მასთან დაკავშირებული განმარტებითი შენიშვნები

  • შენიშვნა N5 გრძელვადიანი ფინანსური აქტივები
  • შენიშვნა N6 ძირითადი აქტივები
  • შენიშვნა N7 საინვესტიციო ქონება
  • შენიშვნა N8 არამატერიალური აქტივები
  • შენიშვნა N9  შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულებები
  • შენიშვნა N10 ფინანსური იჯარით აქტივები და ვალდებულებები 
  • შენიშვნა N 11 სხვა არაფინანსური გრძელვადიანი აქტივები 
  • შენიშვნა N12 მოკლევადიანი და გრძელვადიანი ნასესხები თანხები 
  • შენიშვნა N13 კრედიტორული დავალიანება, ანარიცხები და სხვა ვალდებულებები
  • პრაქტიკული ქეისი N2

მოდული 5  - სააღრიცხვო ინფორმაციის ასახვა ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებაში და მასთან დაკავშირებული განმარტებითი შენიშვნები

  • შენიშვნა N14 შემოსავლები გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა
  • შენიშვნა N15 შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან
  • შენიშვნა N16 სხვა შემოსავლები
  • შენიშვნა N17 დარიცხული ხარჯები
  • შენიშვნა N18 სხვადასხვა ხარჯები
  • პრაქტიკული ქეისი N3

მოდული #6  - ფინანსური ანგარიშგების მომზადება კომპლექსური ქეისის საფუძველზე

ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების, მათ შორის  სსიპ  და ა(ა)იპ, ფინანსური აღრიცხვის სფეროს წარმომადგენლები, ვინც მონაწილეობს ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში.