რას გთავაზობთ

სამუშაო შეხვედრები "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრულ აღრიცხვაში"

კურსის მიზანია, მსმენელები გაეცნონ სააღრიცხვო პოლიტიკის დოკუმენტის გამოყენების გზებს მმართველობითი აღრიცხვის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის კონტროლისთვის; ასევე, მიიღებენ ინფორმაციას შემოსავლების აღრიცხვის აუცილებლობის, შესაძლებელი გამონაკლისების დაშვებისა და შემოსავლებზე ინფორმაციის გამჟღავნების საკითხების შესახებ.

  • საბიუჯეტო ორგანიზაციაში სააღრიცხვო პოლიტიკის/შიდა აღრიცხვის წესების შემუშავების სპეციფიკა
  • საბიუჯეტო ორგანიზაციის ვალდებულება
  • ფულადი და სასაქონლო ფორმით მიღებული შემოსავლების აღრიცხვა
  • არაფინანსური აქტივების აღრიცხვის პრაქტიკაში არსებული პრობლემები
  • აქტივის პირვანდელი ღირებულები და აღრიცხვაში ასახვის დროის განსაზღვრა
  • მიმდინარე რემონტის ხარჯები, საინვენტარო ბარათების წარმოება, ჩამოწერა და უსასყიდლო გადაცემები
  • საოპერაციო და ფინანსური იჯარა, შეძენაზე გადახდების განხორციელება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან
  • სავალუტო ოპერაციები ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან და კურსთა შორის სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა
  • ნაღდი ანგარიშსწორება და ანგარიშვალდებული პირი - კონტროლი ავანსად გადარიცხული თანხების დამოწმებაზე და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა
ორგანიზაციის სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში, მეთოდოლოგიის ჩანაწერებზე განმარტება და პრაქტიკული რჩევები საბიუჯეტო ხარჯების აღრიცხვაში არსებული გამოწვევების გადასაწყვეტად
  • სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრები