რას გთავაზობთ

შრომითი ურთიერთობები საჯარო დაწესებულებებში (დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებისა და ვალდებულებების ჭრილში)

კურსის მიზანია, მონაწილეებს შესძინოს ღრმა ცოდნა საჯარო დაწესებულებებში შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების (როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ასევე საქართველოს შრომის კოდექსის) შესახებ, ასევე გამოუმუშაოს მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარები

  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის რეგულირების სფერო
  • შრომითი ურთიერთობის სუბიექტები საჯარო დაწესებულებებში
  • შრომითი ურთიერთობების პრინციპები
  • საჯარო დაწესებულებებში დასაქმების წესი
  • კარიერის მართვა საჯარო დაწესებულებებში
  • დასაქმებულთა შეფასება
  • დასაქმებულთა პროფესიული განვითარება
  • დასაქმებულთა უფლებები, მოვალეობები
  • დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება
  • დასაქმებულთა მოტივაცია
  • დასაქმებულთა დისციპლინური პასუხისმგებლობა
  • სამსახურიდან გათავისუფლება
  • უფლებების დაცვა

კურსი მოიცავს:

  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ნორმების განხილვას 
  • საქართველოს შრომის კოდექსის ნორმების განხილვას
  • ჯგუფურ სამუშაოებს
  • როლურ თამაშებს

 

  • საჯარო დაწესებულებებში (სამინისტროები, სსიპ-ები, საქვეუწყებო დაწესებულებები, სხვა საჯარო დაწესებულებები) დასაქმებული ან/დასაქმების მსურველი პირებისთვის