ადამიანური რესურსების მართვის პრინციპები მენეჯერებისთვის
კურსის მიზანია ადამიანური რესურსების მართვის როლის, ძირითადი ასპექტებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მენეჯერულ რგოლში. ადამიანური რესურსების მართვაში მენეჯერის როლის მნიშვნელობის გააზრება და მისი, როგორც მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოყენება გუნდის ეფექტურად დაკომპლექტების, საჭირო ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნების, ასევე ორგანიზაციული მიზნების მიღწევისა და სამუშაო კლიმატის გაუმჯობესების კუთხით. გარდა ამისა, კურსის მიზანია მენეჯერები აღჭურვოს კონსტრუქციული უკუკავშირის, თანამშრომელთა განვითარების, თანამშრომელთა კეთილდღეობისა და ჩართულობის HR ინსტრუმენტებით.
თემა 1: ადამიანური რესურსების მართვა
საკითხები:
- HR ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებს მენეჯერი
- ტექნოლოგიები HR პრაქტიკების გასაუმჯობესებლად
- თანამშრომლის სასიცოცხლო ციკლი ორგანიზაციაში
თემა 2: გუნდში ახალი ტალანტების მოზიდვა და სოციალიზაცია
საკითხები:
- საჭიროების იდენტიფიცირება - როგორი უნარები მჭირდება გუნდში
- მოზიდვა, შერჩევა და გუნდში სოციალიზაცია
თემა 3: გუნდის კეთილდღეობა
საკითხები:
- მრავალფეროვანი და ინკლუზიური გუნდი
- პირადი და სამუშაო ცხოვრების ბალანსი
- სტრესისა და გადაწვის იდენტიფიცირება და მხარდამჭერი გარემო
თემა 4: შესრულების მართვა
საკითხები:
- თანამშრომლისათვის შესასრულებელი მიზნების დასახვა
- შესრულების პროგრესზე დაკვირვება, მართვა და შეფასება
თემა 5: თანამშრომლის განვითარება
საკითხები:
- საჭიროებების იდენტიფიცირება და დაგეგმვა
- თანამშრომლის განვითარების მართვა და ეფექტიანობის შეფასება
თემა 6: ეფექტური კომუნიკაცია და უკუკავშირი
საკითხები:
- თანამშრომლის გულისყურით მოსმენა და კონსტრუქციული უკუკავშირი
- განმავითარებელი დიალოგი (feedforward)
თემა 7. მოტივაცია და ჩართულობა
საკითხები:
- მოტივატორების იდენტიფიცირება და მოტივაციის სქემები
- მიღწევის აღიარება და დაჯილდოვება
თემა 8: თანამშრომლის კარიერის მართვა
საკითხები:
- კარიერული განვითარების პერსპექტივების და მოლოდინების მართვა
- მემკვიდრეების სისტემა
თემა 9: HR-ის საბაზისო სამართლებრივი სტანდარტები
საკითხები:
- თანამშრომელთან დამშვიდობების მართვა
- თანამშრომლის უფლებები და მოვალეობები
მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირები.
ელექტრონული კურსები