რას გთავაზობთ

ღირებულებები და ეთიკა საჯარო სამსახურში

კურსის მიზანია მენეჯერული რგოლის საჯარო მოსამსახურეებს გააცნოს საჯარო სამსახურის ღირებულებათა სისტემა, კეთილსინდისიერების არსი და მნიშვნელობა და  დაეხმაროს ეთიკური დილემების არსებობისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში შესაბამისი თეორიებითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით.

  • კეთილსინდისიერების არსი, ღირებულებათა ჩარჩო და მათი მნიშვნელობა საჯარო სამსახურში;
  • პიროვნული და ორგანიზაციული კეთილსინდისიერება;
  • ეთიკური დილემები და გადაწყევტილების მიღების ინსტრუმენტები;
  • ღირებულებების როლი ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ფორმირებაში და ეთიკური ლიდერობა;
  • ეთიკის კოდექსი და არაეთიკური ქცევის წესების რეგულირება  (ინტერესთა კონფლიქტის მართვის მექანიზმები, სამსახურებრივი შეუთავსებლობის მართვის მექანიზმები, საჩუქრის პოლიტიკა, უკანონო დავალება და პრევენციული მექანიზმები (,,მბრუნავი კარი“, მხილება, ოთხი თვალის პრინციპი, ქცევის შესაბამისობის მექანიზმები, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირება, სექსუალური შეწვიროების პრევენცია, კეთილსინდისიერების ოფიცერი და ეთიკური რისკების მართვა;

 

მენეჯერული ფუნქციების განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეები.