რას გთავაზობთ

სახელმწიფო შესყიდვები

კურსის მიზანია მისცეს მონაწილეს საფუძვლიანი ცოდნა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შესახებ, გააღრმაოს თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით და გააღვივოს მონაწილეში ცოდნის მუდმივი განვითარების ინტერესი.

  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა და მოქმედი კანონქვემდებარე აქტები;
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა;
  • სახელმწიფო შესყიდვის სხვადასხვა საშუალებები, მათ ჩატარებასთან დაკავშირებული წესები და პრაქტიკული ასპექტები;
  • შესყიდვების დაგეგმვა და მიწოდების ბაზრის კვლევა;
  • სპეციფიკაციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
  • ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
  • შავი და თეთრი სია;
  • უფლებების დაცვა სახელმწიფო შესყიდვებში - დავების საბჭოს საქმიანობა და ტიპიური გადაწყვეტილებები;
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები;
  • ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და სამომავლო ცვლილებები;

საჯარო სექტორში მომუშავე (ან მუშაობის მსურველი) პირები, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების წარმოება, მართვა, მონიტორინგი და ანალიზი.