რას გთავაზობთ

კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები

კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასების არსებული მექანიზმის დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების ნაწილის შედგენის მიმართულებით მომუშავე პირების შესაძლებლობების გაძლიერება.

  • დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციები და მათი როლი საკანონმდებლო პროცესში
  • კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასების საფუძვლები
  • საკანონმდებლო პროცესი და მისი კავშირი საბიუჯეტო პროცესთან
  • განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების ნაწილის სტრუქტურა
  • განმარტებითი ბარათი და მისი კავშირი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ინსტრუმენტებთან
  • საშუალოვადიანი დაგეგმარება, მისი მნიშვნელობა და საკანონმდებლო ინიციატივის კავშირი საშუალოვადიან დაგეგმარებასთან
  • დაფინანსების წყაროები, სახეები და საკანონმდებლო ინიციატივის დაფინანსების წყაროს განსაზღვრა
  • ბიუჯეტის   შემოსავლები, სახეები და საკანონმდებლო ინიციატივის გავლენა ბიუჯეტის შემოსავლებზე
  • ბიუჯეტის ხარჯები, სახეები და საკანონმდებლო ინიციატივის გავლენა ბიუჯეტის ხარჯებზე
  • სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების ცნება, მისი სახეები და საკანონმდებლო ინიციატივის კავშირი ახალ ფინანსურ ვალდებულებებთან
  • ფიზიკური   და  იურიდიული პირები და საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული ქმედებების პირდაპირი კავშირი მათ ფინანსურ შედეგებთან
  • შესაბამის ბიუჯეტში კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განმარტება და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონების პროექტებზე მომუშავე უწყებების იურიდიული დეპარტამენტისა და საფინანსო/საბიუჯეტო/ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.