„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებების გამოყენება
კურსი მიზნად ისახავს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების დეტალურ შესწავლას. კურსის განმავლობაში განხილული იქნება როგორც OECD-ის, ისე UN-ის საგადასახადო სამოდელო კონვენციები, როგორც თეორიულ დონეზე, ასევე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.
- საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპები, მათ შორის წყარო და რეზიდენტ სახელმწიფოებს შორის დაბეგვრის უფლების განაწილება, „შეიძლება დაიბეგროს“ და „დაიბეგრება“ არსი, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა - ჩათვლისა და გათავისუფლების მეთოდების საფუძველზე;
- ქვეყნებს შორის რეზიდენტობის დადგენის წესი ;
- მუდმივი დაწესებულების სახეები, ჩვეულებრივი მუდმივი დაწეებულება, სამშენებლო მუდმივი დაწესებულება, აგენტის მუდმივი დაწესებულება;
- ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების დაბეგვრა;
- პასიური შემოსავლების დაბეგვრის საკითხი (დივიდენდი, პროცენტი, როიალტი);
- უძრავი ქონებიდან, კაპიტალის მატებიდან, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;
- საერთაშორისო გადაზიდვები;
- სხვა შემოსავლების დაბეგვრა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლები, რომლებიც არარეზიდენტების დაბეგვრასთან არის კავშირში;
- საერთაშორისო საგადასახადო სამართლით დაინტერესებული პირები.