მედია ცენტრი

სიახლეები

აკადემიის შედეგები 6 თვის განმავლობაში

14.07.2026

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ 6 თვის განმავლობაში 3789 მსმენელი გადაამზადა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემის 767 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ინიცირებული რეფორმების ფარგლებში გადამზადდა 150 მსმენელი, კერძო სექტორის, ფიზიკური პირებისა და სხვა საბიუჯეტო სექტორის 1150 წარმომადგენელი, საერთაშორისო სასწავლო კურსებში მონაწილე 214 პირი. ტესტირება და შეფასება ჩაუტარდა 726 კანდიდატს, უსასყიდლოდ განხორციელდა ღია ლექციები და სასწავლო კურსები 782 მონაწილისთვის.