მედია ცენტრი

სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს აკადემია საერთაშორისო ციფრული პლატფორმა Credly-ის წევრი გახდა

10.02.2022

ფინანსთა სამინისტროს აკადემია საერთაშორისო ციფრული პლატფორმა Credly-ის წევრი გახდა.

პლატფორმა Credly თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან როგორიცაა: Project Management Institute, Pearson და სხვა. ასევე, ორგანიზაციების: Microsoft, Google, IBM სერვისებს და პროდუქტებს ანიჭებს ციფრულ სერტიფიკატებს.

აღნიშნული ციფრული სერტიფიკატის უპირატესობად მიიჩნევა მისი მდგრადობა, სანდოობა და ონლაინ ვერიფიცირების შესაძლებლობა, რის შედეგად დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ინფორმაცია თუ რა უნარები და ცოდნა შეიძინა ელექტრონული სერტიფიკატის მფლობელმა ამა თუ იმ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ.

პლატფორმის დამატებითი ფუნქცია და მიზანია სოციალურ ქსელში Facebook, LinkedIn, Twitter და ელ-ფოსტაზე სერტიფიკატის გაზიარება და სასწავლო ორგანიზაციის თუ კურსის პოპულარაზიცია.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მთავარი ღირებულება მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნა და განვითარებაა.

როგორც ინოვაციაზე და სიახლეებზე ორიენტირებულმა ორგანიზიაციამ, გადავწყვიტეთ საქართველოს მასშტაბით პირველებმა დავნერგოთ აღნიშნული სერვისი და გავცეთ ციფრული სერტიფიკატები.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი სიახლის დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე, აკადემიის მსმენელებისთვის.

#Credly #ფინანსთასამინისტროსაკადემია