მედია ცენტრი

სიახლეები

Online სასწავლო კურსი სტუდენტებისთვის

16.09.2020

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს უსასყიდლო Online კურსზე ,,ციფრული მარკეტინგი,,

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ციფრული მარკეტინგის საფუძვლები

სასწავლო კურსის დასრულებისას მონაწილეები შეძლებენ დაგეგმონ კორპორაციული Facebook, Instagram, youtube და blog გვერდები, ეფექტური Facebook და google.com სარეკლამო კამპანია. შეძლებენ სოციალური მედიის გამოყენებას მარკეტინგული მიზნებისათვის, კერძოდ, გაყიდვების ზრდისა და ცნობადობის ამაღლებისთვის

საკითხები:

 Facebook Ads ( სწორი რეკლამირება და რეკლამის ხელსაწყოები)

 Google Ads ( google ის რეკლამები და გაყიდვებზე ორიენტირებული ხელსაწყოები)

 სოციალური მედია-საფრთხეები

 განსათავსებელი ინფორმაციის სწორად დაგეგმვა

 მკვლევარი პლათფორმების გამოყენება, ანალიზის შედგენა

 სოციალური მედია კამპანიის დაგეგმა

 სოციალური მედიის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის

 Email მარკეტინგი

 

ტრენინგის დეტალები:

ტრენერი: გიორგი კენჭუაშვილი; გიორგი მგელაძე

ხანგრძლივობა: 32 საათი

სასწავლო დღეები: სამშაბათი 16:00-18:00, ხუთშაბათი 16:00-18:00

პერიოდი: 29 სექტემბერი-20 ნოემბერი

ჯგუფში განსაზღვრულია 16 მსმენელის შერჩევა.

 

განაცხადები მიიღება 23 სექტემბრამდე

დაინტერესებულმა პირებმა გამომგვიგზავნეთ სამოტივაციო წერილი,

რეზიუმე (CV), ცნობა GPA-ის შესახებ ან/და ნიშნების ფურცელი ელ. ფოსტაზე: 

academy@mof.ge

Subject-ში მიუთითეთ კურსის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი ვერ განიხილება!

სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე

 

საკონტაქტო პირი: თამთა ყაველაშვილი

ტელ: (995 32) 226 10 26; შიდა 1124

ელ. ფოსტა: academy@mof.ge