მედია ცენტრი

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობა ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქსთან

27.02.2020

  

დღეს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას. ასევე, აკადემიაში დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა მიმართულების ტესტირებები და სასწავლო პროგრამები, რომელშიც მონაწილეობას ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის თანამშრომლები მიიღებენ.

მემორანდუმს ხელი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ და ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის დირექტორმა, ერჯან აიილდიზმა მოაწერეს.