ჩვენ შესახებ

სიახლეები

აკადემიამ მიიღო ISO 21001:2018 სერტიფიკატი და მოახდინა ISO 9001:2015 -ის რესერტიფიცირება

09.11.2021

🔷 ფინანსთა სამინისტროს აკადემია, ორიენტირებულია ხარისხის გაუმჯობესებასა და მის განვითარებაზე.

გამომდინარე აქედან აკადემიამ გადაწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებების აქამდე არსებული ხარისხის მენეჯმენტ სისტემის საერთაშორისო სტანდარტის გაუმჯობესება და ამასთან ახალი სტანდარტის დანერგვა, რაც წარმატებით განახორციელა.  

👉 აკადემიამ მიიღო ISO 21001:2018 სერტიფიკატი და მოახდინა ISO 9001:2015 -ის რესერტიფიცირება. 

აღნიშნულის შესაბამისად აკადემია კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით შეძლებს: 

✅ მომხმარებელზე ორიენტირებული ხარისხის პოლიტიკისა და მიზნების განხორციელებას 

✅ მონაწილეთა და სხვა დაინტერესებული მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას 

✅ მენეჯმენტის, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას 

✅ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას

✅ აკადემიის კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი პროცესებისა და პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებას. 

ახალი ISO 21001:2018-ის მიღება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ გზისკენ, რასაც აკადემია გადის თანამედროვე, საერთაშორისო დონის, ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულების ჩამოყალიბებაში.