რას გთავაზობთ

E-CUSTOMS -ის დეკლარირების მოდულთან მუშაობა მეორე დონე

კურსის მიზანია  მონაწილეთა ცოდნის ამაღლება E-CUSTOMS-ის დეკლარირების მოდულთან მუშაობის მიმართულებით, როგორიცაა საქონლის საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულად შევსება, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისა და გაშვების პროცედურები; საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები და ელექტრონული სერვისები.

  • “E-CUSTOMS”–ის დეკლარირების მოდულის მიმოხილვა; დეკლარირების არსი და მნიშვნელობა;
  • დეკლარირების ფორმები და საბაჟო დეკლარაციის სახეები;
  • დეკლარირებისას წარსადგენი საბაჟო დოკუმენტაცია;
  • საბაჟო დეკლარაციის შევსების ზოგადი წესი;
  • იმპორტის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი;
  • ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი;
  • დეკლარირებული საქონლის მიმართ გასატარებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები შესაბამისი დერეფნების მიხედვით (წითელი ,ყვითელი, ლურჯი, მწვანე დერეფანი);
  • დეკლარაციის შემოწმების და გაშვების პროცედურები;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანასა და საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები და     ელექტრონული სერვისები გადამხდელის ავტორიზებული და არაავტორიზებული გვერდიდან;

საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში ჩართული პირები.