რას გთავაზობთ

არარეზიდენტ პირებთან განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა

ტრენინგკურსის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა არარეზიდენტი პირებისთვის გადახდილ თანხებზე არსებულ საგადასახადო ვალდებულებებზე. ასევე, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემთ პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად განსაზღვრონ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი და დღგ-ით (მათ შორის უკუდაბეგვრის დღგ-ით) დასაბეგრი გადასახადები და უზრუნველყონ სწორი დეკლარირება.

  • არარეზიდენტი პირის (ფიზიკური და იურიდიული პირი) ცნებების და მუდმივი დაწესებულების განსაზღვრება; 1,5 სთ
  • შემოსავალები, რომელიც განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულს; 1,5 სთ
  • არარეზიდენტი პირის მიერ მიღებული შემოსავლები, რომლებიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას; 1,5 სთ
  • შემოსავლები, რომელზედაც საშემოსავლო/მოგების გადასახადის გადახდას და დეკლარაციის წარდგენას ახორციელებს არარეზიდენტი პირი; 1,5 სთ
  • ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით სარგებლობა და მათი გამოყენების ზოგადი პრინციპები; 1,5 სთ
  • გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციისა და ორმაგი დაბეგვრის (ფორმა N1) შევსების პრაქტიკული წესები, ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი აღმოფხვრის გზები;1,5 სთ
  • არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების დღგ-ით (მათ შორის უკუდაბეგვრის დღგ-ით) დაბეგვრა და ჩათვლა; 1,5 სთ
  • შემოსავლების სამსახურის ჩამოყალიბებული პრაქტიკა და მიდგომები, პრაქტიკული ქეისების განხილვა. 1,5 სთ

საწარმოთა დამფუძნებლები, ფინანსისტები სხვა დაინტერესებული პირები.