ფინანსური დაგეგმვა, ანალიზი და მართვა
იგი წარმოადგენს თანამედროვე ფინანსური ანალიტიკისა და მენეჯერული ფინანსების საკვანძო თეორიულ-პრაქტიკული საკითხების სინთეზს.
კონცეფციური ნაწილი:
- ფინანსური მენეჯმენტის სისტემა (ფინანსური პარადოქსები, ფინანსური გადაწყვეტილებები, ფინანსური მართვის ფუნქცია);
- თვითღირებულების კალკულაციის მეთოდები (დანახარჯთა ქცევა, თვითღირებულების ნორმატიული კალკულაცია (NC), თვითღირებულების funqciuri კალკულაცია /ABC/, თვითღირებულების კალკულაცია სასიცოცხლო ციკლით /LCC/, თვითღირებულების კალკულაცია მომსახურების სფეროში, თვითღირებულების კალკულაცია კომპლექსურ წარმოებაში, სეგმენტური მარჟები);
- საბრუნავი კაპიტალის მართვა (ფულადი ნაკადების მართვა/Cash flow-s საანალიზო ინდიკატორები, დებიტორული დავალიანებების მართვა, მარაგების მართვა/ინკოტერმსი);
- საინვესტიციო პროექტების ფინანსური შეფასება (კაპიტალის ბიუჯეტირება, დისკონტირება-კომპაუნდირება, საინვესტიციო ინდექსები: PB, DPB, ARR/ROCE, NPV, PI, IRR/ERR, MNPV, MIRR, XNPV, XIRR);
- კომპანიის ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტიკა (ლიკვიდობის ინდექსური და კომპოზიციური ანალიზი, ფინანსური მდგრადობის განსაზღვრა, რენტაბელობა - ROC, ROS, ROA, ROE, ROI/RONA, MROI, Berry Ratio და დიუპონური ანალიზი, საფინანსო ციკლი/CCC, Cash flow-ს კოეფიციენტური ანალიზი, საბაზრო ღირებულების მაჩვენებლები, Benchmark-ანალიზი, რევერსული და Guess-ს ტიპის ფინანსური ქეისების განხილვა, რეალური ქართული კომპანიების ფინანსური სტატუსის განსაზღვრა);
- საპროგნოზო ფინანსური მოდელები (ფულადი ნაკადების ბიუჯეტირება, Cost-Volume-Profit-ანალიზი, საოპერაციო და ფინანსური ბერკეტი/ლევერიჯი);
- კაპიტალის სტრუქტურა და ღირებულება (დაფინანსების წყაროების ფაქტორული ანალიზი, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება/WACC, პერპეტუიტი, ინდიფერენსულობა/EBIT-EPS-ანალიზი, ლევერიჯული პარადოქსი);
- სადივიდენდო პოლიტიკის ნიუანსები (სადივიდენდო პოლიტიკის ტიპები და ქვეტიპები, დივიდენდების სამეწარმეო და საგადასახადო გაგება, დივიდენდების „დისტრიბუციული“ ანალიზი).
ოპერაციები Ms. Excel-ში:
ფინანსური მონაცემების <დამუშავება-ანალიზი-ვიზუალიზაცია>
• საბაზისო ფინანსური მანიპულაციების შესრულება;
• დინამიურ/ინტერაქტიულ ცხილებთან მუშაობა;
• სესხის ამორტიზაციის გრაფიკის შედგენა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა;
• ოპერაციები ფულის დროით ღირებულებაზე და კაპიტალური პროექტების შეფასების ინდიკატორების გაანგარიშება;
• BEP-ანალიზის ჩატარება და ოპტიმუმის ამოცანების გადაწყვეტა;
• ფინანსური მონაცემების ძებნა-ვალიდაცია და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა Gantt Chart-ების შექმნა;
• სენსიტიურობის ანალიზი და პროექტის ფინანსური სცენარების აგება;
• ფინანსური ანგარიშგების ანალიზი კოეფიციენტების (FinRatios) გამოყენებით.
ბუღალტრები, ფინანსისტები, კრედიტექსპერტები, სტარტაპერები, მენეჯერები, ნებისმიერი პირი, ვისაც სურვილი აქვს, გაეცნოს ანალიტიკური ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებისა და ფინანსური მონაცემების დამუშავების ტექნიკას.