რას გთავაზობთ

ღირებულებები და ეთიკა საჯარო სამსახურში მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის

აღნიშნული კურსის მიზანია საშუალება მისცეს მენეჯერს, ერთის მხრივ გაიაზროს ღირებულებების როლი დამნიშვნელობა საჯარო სამსახურში, და მეორე მხრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში მიღებული გადაწყვეტილება თუ განხორციელებული ქმედება დააფუძნოს საჯარო სამსახურისათვის მნიშნელოვან პრინციპებსა თუ ღირებულებებზე. ამასთანავე, შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება გუნდის განვითარებაზე, უზრუნველყოფს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას, თანამშრომლებთან და კოლეგებთან სწორი კომუნიკაციის წარმართვას, ასევე უზრუნველყოფს კონფლიქტებისაგან თავისუფალ კოლეგიალურ სამუშაო პროცესებს.

  • ეთიკა და ღირებულებები საჯარო სამსახურში (მაგ. კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, მიუკერძოებლობა და სხვ.)
  • ორგანიზაციული კულტურა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები საჯარო სამსახურში  (მაგ. მაგალითის მიცემა, შინაგანაწესი და ქცევის ზოგადი წესების მნიშვნელობა; მენეჯერისა და მოხელის ურთიერთობა; დავალების მიცემა და სხვ.)
  • ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციის პრევენციის მნიშვნელ ბა (მაგ. „მბრუნავი კარის“ პრინციპი და საქმიანობის შეზღუდვა; საჩუქრის რეგულირება; ანტიკორუფციული პოლიტიკა და სხვ.)
  • არაეთიკური ქცევის წესების რეგულირება და პორევენციული მექანიზმები - ინსტრუმენტები (მაგ. მოტივაცია, დისციპლინარული პასუხისმგებლობა, პროფესიული განვითარება, “ოთხი თვალის პრინციპი”,გენდერი და მენეჯერის როლი, სექსუალური შევიწროება და სხვ.)

 

  • მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები
  • მმართველობითი და მენეჯერული ფუნქციების განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეები