რას გთავაზობთ

მშენებლობის ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა

კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს მშენებლობის სფეროში არსებული ოპერაციების დღგ-ს დაბეგვრასთან დაკავშირებული თავისებურებები და სამართლებრივი ასპექტები ევროკავშირის პრაქტიკის, აქტუალური ქეისების, პრაქტიკული მაგალითების და გამოყენებით აღნიშნული ოპერაციების მრავალფეროვენებისა და სპეციფიკის, ასევე, 2021 წლიდან საგადასახადო კანონმდებლობაში ამოქმედებული ცვლილებების გათვალისწინებით.

საკითხი 1 - სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა - 4 სთ

  • უძრავი ქონების მიწოდება და სამშენებლო მომსახურების გაწევა
  • დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაციის თანხა და დაბეგვრის დრო
  • დღგ-ის ჩათვლა 
  • პრაქტიკაში დაშვებული ხარვეზები
  • 2021 წლიდან ამოქმედებული აქტუალური ცვლილებები
  • ევროპული პრაქტიკა

საკითხი 2 - სამშენებლო სექტორში ბარტერული (გაცვლის) ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის თავისებურებანი - 4 სთ

  • 2021 წლამდე დაწყებული ბარტერული ოპერაციების დაბეგვრა
  • ბარტერული ოპერაციების დაბეგვრის 2021 წლიდან არსებული პრაქტიკა
  • ევროპული პრაქტიკა

საკითხი 3 - საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობები - 3 სთ

  • საკუთარი წარმოების შენობის/ ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება
  • საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი

საკითხი 4 - სამშენებლო სექტორში არსებული საგადასახადო შეღავათების გამოყენება (ტურისტული საწარმო, სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე - 81-ე ნაწილები) – 4 სთ

  • გათავისუფლებული ოპერაციები
  • შეღავათებით სარგებლობის პირობები
  • კერძო სექტორის ბუღალტრები, ფინანსისტები 
  • იურისტები
  • აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლები
  • აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული დღგ-ს გადამხდელი საკუთარი ბიზნესის მქონე პირები