რას გთავაზობთ

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებების გამოყენება

კურსი მიზნად ისახავს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების დეტალურ შესწავლას. კურსის განმავლობაში განხილული იქნება როგორც OECD-ის, ისე UN-ის საგადასახადო სამოდელო კონვენციები, როგორც თეორიულ დონეზე, ასევე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.

  • საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპები, მათ შორის წყარო და რეზიდენტ სახელმწიფოებს შორის დაბეგვრის უფლების განაწილება, „შეიძლება დაიბეგროს“ და „დაიბეგრება“ არსი, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა - ჩათვლისა და გათავისუფლების მეთოდების საფუძველზე;
  • ქვეყნებს შორის რეზიდენტობის დადგენის წესი ;
  • მუდმივი დაწესებულების სახეები, ჩვეულებრივი მუდმივი დაწეებულება, სამშენებლო მუდმივი დაწესებულება, აგენტის მუდმივი დაწესებულება; 
  • ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების დაბეგვრა;
  • პასიური შემოსავლების დაბეგვრის საკითხი (დივიდენდი, პროცენტი, როიალტი);
  • უძრავი ქონებიდან, კაპიტალის მატებიდან, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა; 
  • საერთაშორისო გადაზიდვები; 
  • სხვა შემოსავლების დაბეგვრა; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლები, რომლებიც არარეზიდენტების დაბეგვრასთან არის კავშირში;
  • საერთაშორისო საგადასახადო სამართლით დაინტერესებული პირები.