რას გთავაზობთ

მუდმივი დაწესებულების არსი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებებში

კურსი მიზნად ისახავს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებებში არსებული მუდმივი დაწესებულების ცნების დეტალურ შესწავლას. კურსის განმავლობაში განხილული იქნება OECD-ის საგადასახადო სამოდელო კონვენციის მე-5 მუხლი (მუდმივი დაწესებულება) როგორც თეორიულ დონეზე, ასევე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე. ასევე განხილული OECD-ის მიერ BEPS-ის პროექტის ფარგლებში გადამუშავებული მე-5 მუხლი და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის (მუდმივი დაწესებულება) შესაბამისობა.

  • მუდმივი დაწესებულების როლი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“  შეთანხმებებში 
  • მუდმივის დაწესებულების სახეები ( ძირითადი მუდმივი დაწესებულება, სამშენებლო მუდმივი დაწესებულება, სააგენტოს მუდმივი დაწესებულება 
  • საქმიანობები, რომელიც არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას  
  • პრაქტიკული ამოცანები 

საერთაშორისო საგადასახადო სამართლით დაინტერესებული პირები.