რას გთავაზობთ

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება

ახლად დანიშნული საჯარო მოხელის გათვითცნობირება საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელ თავისებურებებში და მისი საბაზისო უნარების განვითარება.

„ადმინისტრაციული წარმოება“ მოიცავს შემდეგ თემებს:

• საჯარო მმართველობა

• სახელმწიფოს არსი და ქვეყნის სტრატეგიული ხედვა

• საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

• ადმინისტრაციული წარმოება

„ეთიკა საჯარო სამსახურში“ მოიცავს შემდეგ თემებს:

• ღირებულებების მნიშვნელობა საჯარო სამსახურში

• კეთილსინდისირება

• გამჭირვალობა

• სამართლებრივი რეგულირება - თავების მითითებით

„პროფესიული კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა“ მოიცავს შემდეგ თემებს:

• კომუნიკაციის პროცესის ანალიზი

• ინფორმაციის მიმოცვლის სისტემები

• ინტერპერსონალური კომუნიკაციის მართვის პროცესი

• გუნდური მუშაობა

„ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა“ მოიცავს შემდეგ თემებს:

• ეფექტიანი მომსახურება საჯარო სამსახურში

• მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები

• დროის მართვა

საქართველოს მთავრობის N242 დადგენილების გათვალისწინებით, საბაზისო პროგრამას გადის პირი, რომელიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე პირველად ინიშნება მოხელის თანამდებობაზე, დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში. საბაზისო პროგრამა შესაძლოა გაიარონ საჯარო დაწესებულების სხვა მოხელეებმაც, თუ არსებული საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი პირი.