რას გთავაზობთ

რისკების მართვა საგადასახადო აუდიტის საკითხებში

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ფინანსური და საგადასახადო საქმიანობის აღრიცხვის კონტროლი და მიმდინარე პროცესებში არსებული რისკების მართვა

ფინანსური აღრიცხვა:

  • ფინანსური ანგარიშგება - კომპანიის შეფასების ინსტრუმენტი, მისი მომხმარებლები და მომხმარებელთა ინტერესები
  • ფინანსური ანგარიშგების საჯაროობის მიკრო და მაკროეკონომკური ეფექტი
  • ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა, მისი კომპონენტების ინფორმატიული როლი და მათი ურთიერთკავშირი
  • სააღრიცხვო ელემენტები, განმარტებები და კლასიფიკაცია
  • ბუღალტრული აღრიცხვა - ფინანსური ანგარიშგების წარმოების პროცესი, სააღრიცხვო პროცესის ეტაპები
  • ზოგიერთი ბუღალტრული ელემენტის სააღრიცხვო პრობლემა
  • ბუღალტერიის შუალედური და საბოლოო (წარსადგენი) უწყისები
  • ზოგიერთი მარტივი საკონტროლო ფორმულა და საანალიზო კოეფიციენტი

გადასახადები:

  • ბიზნესის მნიშვნელოვანი კომპონენტი - გადასახადები და მისი მართვა
  • ბუღალტერიის მთავარი როლი - საგადასახადო საქმეში და მისი კონტროლის მექნიზმები
  • საწარმოს კონტროლი, საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომები და მათი პრევენციის მექანიზმები
  • სასესხო ურთიერთობები მმართველ მენეჯმენტთან, ურთიერთდამოკიდებული პირები და მათი გავლენა
  • დივიდენდების, ხელფასების, პრემიების გაცემა, დამფუძნებელზე/დირექტორზე გაცემული თანხების მოძრაობა
  • საგადასახადო დეკლარირება, საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება, გადასახადისაგან განთავისუფლება, ურთიერთობა საგადასახდო ორგანოებთან
  • კაპიტალის მოძრაობა, მოგების განაწილება, აუცილებელი მოთხოვნები

 

  • საკუთარი ბიზნესის მქონე პირები
  • საწარმოების ხელმძღვანელები, რომელთაც სურთ აკონტროლონ ფინანსური და საგადასახადო საქმიანობის აღრიცხვა