რას გთავაზობთ

სახელმწიფო და კომერციული შესყიდვები მიმწოდებლებისთვის

კურსი ამჟამად მიუწვდომელია!

 

კურსის მიზანია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნოს სახელმწიფო შესყიდვებში მოქმედი წესები და თავისებურებები, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება საჭიროა სახელმწიფო უწყებების მიერ ინიცირებულ შესყიდვებში წარმატებით მონაწილეობისათვის. კურსის მონაწილე მიიღებს საფუძვლიან ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი სახელმწიფო შესყიდვების დღევანდელი სისტემა,როგორ და სად ხდება რელევანტური ინფორმაციის მოძიება,  მონაწილეობა და საკუთარი უფლებების დაცვა. გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა, მსმენელები  გაეცნობიან კომერციული შესყიდვების არსს, მიდგომებს და აპრობირებულ მეთოდებს, რაც კომპანიის გაყიდვების გაზრდის დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს.

 

შესყიდვების ზოგადი მიმოხილვა

  •  შესყიდვები, როგორც ინსტიტუტი, კერძო და საჯარო შესყიდვები
  • სახელმწიფო შესყიდვების ცნება, საგანი და პრინციპები
  • სახელმწიფო შესყიდვის მონაწილეები და მათი უფლება-მოვალეობები
  • სახელმწიფო შესყიდვის ძირითადი ცნებები და ინსტიტუტები
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიმოხილვა, საჭირო ინფორმაციის მოძიების ხერხები
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ზოგადი გაცნობა – სისტემაში რეგისტრაცია, სისტემის ძირითადი მოდულები და სისტემის მოხმარების საბაზისო წესები

ელექტრონული ტენდერი I

  •  ელექტრონული ტენდერი და მისი განსხვავება სახელმწიფო შესყიდვის სხვა საშუალებებისგან
  • ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდები
  • საინტერესო ელექტრონული ტენდერის იდენტიფიცირება
  • სატენდერო პირობების სწორად წაკითხვა
  • გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების იდენტიფიცირება
  • ერთიან ელექტრონულ სისტემაში კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო პირობების განხილვა

ელექტრონული ტენდერი II

  •  სატენდერო წინადადების კომპონენტები, მათი შედგენისა და წარდგენის წესები
  • ერთობლივი სატენდერო წინადადების წარდგენა (ამხანაგობა)
  • გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების იდენტიფიცირება
  • ერთიან ელექტრონულ სისტემაში წინადადების წარდგენის წესები კონკრეტული ელექტრონული ტენდერის მაგალითზე

ელექტრონული ტენდერი III

  •  შერჩევა-შეფასება, გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების დასადებად მოწვევა და დისკვალიფიკაცია
  • სატენდერო წინადადების წარდგენისა და განხილვის თავისებურებები ელექტრონული ტენდერის სხვა მეთოდებში
  • გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების იდენტიფიცირება
  • საკითხების განხილვა კონკრეტული ელექტრონული ტენდერების მაგალითებზე

კონკურსი     

  •  კონკურსის არსი და თავისებურებები
  • საკონკურსო წარდგენისა და განხილვის თავისებურებები
  • გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების იდენტიფიცირება
  • კონკურსის რანჟირების მატრიცის შევსება

გამარტივებული შესყიდვა

  •  გამარტივებული შესყიდვის საფუძვლები
  • შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვაზე მოსაზრების წარდგენა
  • განსხვავებული წესები გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების მიმართ სამშენებლო სფეროში
  • გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების იდენტიფიცირება
  • ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდული

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება

  •  ხელშეკრულების დადების წესები და პირობები
  • ხელშეკრულების მართვა – შესრულება, ცვლილება, შეწყვეტა
  • გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების იდენტიფიცირება
  • ერთიანი ელექტრონული სისტემის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მოდულები

შავი და თეთრი სიები

  •  შავი სიის არსი, მასში დარეგისტრირების საფუძვლები და შედეგები
  • შავი სიის ადმინისტრაციულ წარმოებაში პრეტენდენტის/მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები
  • თეთრი სიის არსი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მომართვის შედგენა და რეგისტრაციის შედეგები
  • გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების იდენტიფიცირება
  • შავ და თეთრ სიასთან დაკავშირებული კონკრეტული გადაწყვეტილებების განხილვა
  • შავი და თეთრი სიების მოდულების მიმოხილვა  

ფლებების დაცვა

  •  დავის განმხილველი ორგანოები და მათი კომპეტენცია
  • დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, მოვალეობები
  • რამდენიმე საინტერესო საქმის მიმოხილვა
  • გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების იდენტიფიცირება
  • დავების განხილვის საბჭოს ელექტრონული მოდულით სარგებლობის ინსტრუქცია

კერძო შესყიდვები და შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკა

  • პრაქტიკული განსხვავება კერძო და საჯარო შესყიდვების შორის
  • კერძო შესყიდვაში მონაწილეობის თავისებურებები
  • შესყიდვების ქართული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა
  • კერძო შესყიდვების პორტალები, https://etenders.ge
  • საუკეთესო პრაქტიკისა და მაგალითების განხილვა

 

  • ნებისმიერი პირი ან კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც სურს გაზარდოს კომპანიის გაყიდვების მოცულობა სახელმწიფო და კომერციულ შესყიდვებში მონაწილეობით ან/და გაიღრმაოს ცოდნა სახელმწიფო ტენდერებში უფრო წარმატებულად მონაწილეობისათვის.