რას გთავაზობთ

საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვა (PIM)

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის სრული ციკლის დანერგვის ხელშეწყობა, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა.

  • საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის ძირითადი არსი და რეფორმის მიზანი, პროექტების მართვის ძირითადი ეტაპები
  • საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით მოსამზადებელი დოკუმენტები (საქართველოს  მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად), ამ პროცესში ჩართული პირების როლები და პასუხისმბელობები 
  • პროექტის კონცეფციის ბარათი (საქართველოს  მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1)
  • პროექტის ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი (საქართველოს  მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N2)
  • პროექტის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში ასახვის არსი, პროექტის მონიტორინგი, პროექტის შედეგების შეფასების არსი და პრინციპები
  • პროექტების ფინანსური და ეკონომიკური გაანგარიშებისთვის გამოსაყენებელი ძირითადი ერთეულების სახეები, მათ ღირებულებები და გაანგარიშების მეთოდოლოგია, ასევე, პროექტების საბოლოო შერჩევის კრიტერიუმები და ამ პროექტების შეფასების ქულათა სისტემა

მხარჯავი დაწესებულებების და მისი სტრუქტურული ერთეულების ან საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები (როგორც სახელმწიფო, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის), რომლებიც ჩართულები არიან საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში. ასევე, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურების/დეპარტამენტების წარმომადგენლები.