რას გთავაზობთ

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა

ტრენინგკურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის და ჩათვლის თავისებურებები-  სამართლებრივი ასპექტების, აქტუალური ქეისების და საგადასახადო პრაქტიკის გათვალისწინებით.

საკითხი 1 - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა - 4 სთ

  • დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაციის თანხა და დაბეგვრის დრო;
  • დღგ-ის ჩათვლა;
  • უძრავი ქონების კაპიტალში შეტანა;

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების მიწოდების დროს,  ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ.

საკითხი 2 - სამშენებლო სექტორში ბარტერული (გაცვლის) ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის თავისებურებანი - 5 სთ

  • 2021 წლამდე დაწყებული ბარტერული ოპერაციების დაბეგვრა;
  • 2021 წლიდან ბარტერული ოპერაციების დაბეგვრის არსებული რეგულაცია.

საკითხი 3 - საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობები - 3 სთ:

  • საკუთარი წარმოების შენობის/ ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება;
  • საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი.

საკითხი 4 - სამშენებლო სექტორში არსებული საგადასახადო შეღავათების გამოყენება.  – 3 სთ

  • შეღავათებით სარგებლობის პირობები;
  • მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება.
  • კერძო სექტორის ბუღალტრები, ფინანსისტები 
  • იურისტები
  • აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლები
  • აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირები