ჩვენ შესახებ

ეკატერინე ქარდავა

აკადემიაში უძღვება ტრენინგებს:

  • საქართველო და ევროპასთან ასოცირება /DCFTA-ის მიხედვით/
  • ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია
  • შრომის კოდექსის აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრები
  • შრომის მოწყობა ბიზნესში - შრომის კოდექსის ცვლილებების შესაბამისად

 


განათლება:

სამართლის დოქტორი; ჟან მონეს პროფესორი; საერთაშორისო ექსპერტი სამართლებრივი აპროქსიმაციის სფეროში (მოლდოვას ასოცირების შეთანხმების შესრულების მხარდაჭერის პროექტში); შრომის სამართლის პროფესორი; .



სამუშაო გამოცდილება:

21 წლის სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი; მთავრობის ადმინისტრაციის ევროკავშირის სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი; 17 წლის სამუშაო გამოცდილება აკადემიურ და სამეცნიერო სფეროში. 25-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის/წიგნის/კვლევის ავტორი და სამეცნიერო რედაქტორი; 6 წლის სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო/კერძო სექტორში: მკვლევარი, ექსპერტი, ტრენერი, კონსულტანტი, პროექტის დირექტორი. USAID/G4G, GGI, FES, KAS, ICMPD, CEPE, CSRDG, PMCG, GIZ, IOM; სსიპ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი (AA/DCFTA). ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი საქართველოში“ ავტორი და კოორდინატორი, პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ ავტორი და თანაკოორდინატორი, პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ თანაავტორი და ექსპერტი. ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე; პირველ არხზე გადაცემის „ევროპის დროით“ პროექტის ავტორი (KAS; საგარეო საქმეთა სამინისტრო); „შრომის სამართლის ბიულეტენის“ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი (FES).