ჩვენ შესახებ

ნოდარ ხერხეულიძე

აკადემიაში უძღვება ტრენინგებს:

  • სახელმწიფო შესყიდვები
  • სახელმწიფო და კომერციული შესყიდვები მომწოდებლებისთვის


განათლება:

სამართლის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი..



სამუშაო გამოცდილება:

2012-2019 წლებში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სადაც 2015-2019 წლებში ეკავა იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიცია. არის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი არაერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რეფორმის განხორციელებაში, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) გამომდინარე. 2015 წლიდან არის სახელმწიფო შესყიდვების ტრენერი. ამჟამად მუშაობს კერძო სექტორში.