რას გთავაზობთ

ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში /ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით/

მონაწილეებს  შეასწავლოს  ბუღალტრული აღრიცხვის  ძირითადი პრაქტიკული ასპექტები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით. გააცნოს საქართველოში ბიზნესის  წარმოების  სამართლებრივი  რეგულირების  მთავარი  დოკუმენტი  -  მეწარმეთა  შესახებ კანონი და გამოუმუშავოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებათა სწორი გამოანგარიშების,  ადმინისტრირებისა  და  აღრიცხვისთვის  აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა.

• მეწარმეთა შესახებ კანონი - სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი სამართლებრივი საფუძვლები.

• ბუღალტრული აღრიცხვის ცნება, არსი, მოქმედი სტანდარტები. 

• სააღრიცხვო ელემენტები, მათი კლასიფიკაცია და თვისებები 

• ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ინფორმაციის წარდგენის ძირითადი მოთხოვნები 

• ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ტექნიკა, დარიცხვის მეთოდი, ორადი ასახვა 

• მოკლევადიანი აქტივების აღრიცხვა, მ.შ. დებიტორული დავალიანება (ამონაგები-შემოსავალი რეალიზაციიდან, გადასახდელი დღგ, ცუდი ვალები, თამასუქი), მარაგები (ვაჭრობა, წარმოება, ჩასათვლელი დღგ)

• გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა, მ.შ. ძირითადი საშუალებები (მიღება, ცვეთა, ექსპლუატაცია, გასვლა, გადაფასება, დღგ-ის ჩათვლის თავისებურება, ქონების გადასახადი) და არამატერიალური აქტივები (ცნება და ზოგადი თავისებურებები)

• მოკლევადიანი ვალდებულებები, მ.შ. საბიუჯეტო ვალდებულებები 

• ფულის ღირებულება დროში, მცირე საინვესტიციო გადაწყვეტილებები 

• სესხების და იჯარის აღრიცხვა

• მოგების გადასახადის აღრიცხვა 

• ავანსირებული კაპიტალი, ფინანსური შედეგები, მოგების გამოყენება 

• უცხოური ვალუტა აღრიცხვაში 

• ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირი და ფულადი ნაკადების ანგარიშგება

 

  • კერძო სექტორში მომუშავე დამწყები ბუღალტრები
  • საკუთარი ბიზნესის მქონე პირები, რომელთაც სურთ თვითონ აწარმოონ საქმიანობის აღრიცხვა
  • საწარმოს სხვადასხვა სპექტრის სპეციალისტები, რომელთაც სჭირდებათ სააღრიცხვო ინფორმაციის სრულყოფილი აღქმა