ცვლილებების მართვა (როგორ დავნერგოთ ცვლილებები ორგანიზაციაში)
სწრაფი ტემპი ითხოვს სწრაფ განვითარებას, რაშიც აუცილებლად ჩართული უნდა იყოს უწყების თითოეული რგოლი, წარმოდგენილი ამ რგოლის მენეჯერით. თანამედროვე მართვაში მენეჯერებს ცვლილებების აგენტებადაც მოიხსენიებენ. კურსის მიზანია, კურსის მონაწილეებმა სწორედ ეს როლი და შესაძლებლობა გაიაზრონ და გაითავისონ, ასევე, დაინახონ და დარწმუნდნენ ცვლილების, როგორც ორგანიზაციის განვითარების განმაპირობებელი ფაქტორის აუცილებლობაში.
- პროექტის მენეჯმენტი
- ცალკეული ეტაპები და ფაზები
- სიახლე/ცვლილება,როგორც პროექტი
- სტრატეგიული დაგეგმვა
- „სთეიკჰოლდერების“ ანალიზი
- დაბრკოლებების/რისკების ანალიზი
- გეგმა A და გეგმა B
- საოპერაციო გეგმა
- კომუნიკაცია
- მარკეტინგი
- მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები
- მმართველობითი და მენეჯერული ფუნქციების განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეები