რას გთავაზობთ

გადასახადების ასახვა ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში

ბიზნესის წარმოება მჭიდროდ უკავშირდება საგადასახადო ვალდებულებებს. ერთი მხრივ ბუღალტრული აღრიცხვა ქმნის ძირითად საინფორმაციო ბაზას გადასახადების სწორი ადმინისტრირებისთვის, მეორე მხრივ კი გადასახადები წარმოადგენს აღრიცხვის და ანგარიშგების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. შესაბამისად, კურსის მიზანია ბიზნეს სუბიექტის შესაბამის პოზიციებზე დასაქმებულ პირებს შეასწავლოს საქართველოში მოქმედი გადასახადების სწორად აღრიცხვა და სათანადოდ ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.

  • გადასახადის ცნება საქართველოში მოქმედი გადასახადები და მათი კლასიფიკაცია;
  • საშემოსავლოს და მოგების გადასახადებით წყაროსთან დასაბეგრი განაცემები და მათი ბუღალტრული აღრიცხვა;
  • გაცემის წყაროსთან დაბეგვრის და სხვა დაკავებების ბუღალრული აღრიცხვა ხელფასის მაგალითზე;
  • მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით დარიცხვის ბუღალტრული აღრიცხვა;
  • გადასახდელი დღგ-ის აღრიცხვა (მ.შ. ე.წ. ავანსის დაბეგვრის პრობლემატიკა);
  • გადახდილი (ჩასათვლელი) დღგ-ის აღრიცხვა;
  • იმპორტის გადასახდები (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი);
  • ქონების გადასახადის გაანგარიშების საყურადღებო ასპექტები.
  • სააღრიცხვო და ფინანსური სფეროს მოქმედი სპეციალისტები
  • ბუღალტრები
  • ანგარიშგების სპეციალისტები
  • ფინანსური მენეჯერები
  • ბიზნესის მესაკუთრეები და ხელმძღვანელები, რომელთაც სურთ გააკონტროლონ საგადასახადო რეგულაციების შედეგების ასახვის სისწორე აღრიცხვასა და ანგარიშგებაში.