რას გთავაზობთ

სამუშაო შეხვედრები საბიუჯეტო ორგანიზაციების აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ

ტრენინგკურსის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისას გასათვალისწინებელ მთელ რიგ საკითხებს. კერძოდ, როგორ  მოხდეს პროცესის ორგანიზება პოლიტიკის შესამუშავებლად და როგორ უზრუნველყონ სსბასს (IPSAS) მოთხოვნების შესრულება  ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისას, აქტივების, შემოსავლების და ხარჯების  აღრიცხვის  სპეციფიკურ საკითხებზე როგორ ჩამოყალიბდეს სააღრიცხვო პოლიტიკა, სახაზინო მომსახურების პრინციპები  და  მმართველობითი აღრიცხვის მოთხოვნები როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული შიდა სააღრიცხვო პოლიტიკაში.

  • საბიუჯეტო ორგანიზაციის შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავების სპეციფიკა;
  • ხაზინის ერთიანი ანგარიში და სახაზინო ოპერაციები;
  • სავალუტო ოპერაციები და კურსთა შორის სხვაობების აღრიცხვა სსბასს მოთხოვნების შესაბამისად;  
  • სსბასს-ის  მიხედვით  ძირითადი  აქტივების და მარაგების აღრიცხვის სპეციფიკური საკითხები;   
  • სსბასს-ით  განსაზღვრული შემოსავლების აღრიცხვის წესების და პირობების გამოყენება დარიცხვის მეთოდით ხარჯების აღრიცხვაში და  საკასო ხარჯების გაწევის დროს;
  • კონტროლი ავანსად გადარიცხული თანხების დამოწმებაზე და დებიტორული დავალიანებების აღიარება, აღიარების შეწყვეტა, გაუფასურება და ჩამოწერის პროცედურები;  
  • ორგანიზაციის სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში, განმარტება და რეკომენდაციები.

საბიუჯეტო ორგანიზაციების, მათ შორის  სსიპ-ების და ა(ა)იპ -ების  ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროს წარმომადგენლები.