რას გთავაზობთ

საქართველოს დასავლური ინტეგრაცია და ევროკავშირის ახალი გაფართოება

  • აამაღლოს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების (საჯარო მოხელეების, სტუდენტების, ახალგაზრდების) ცნობიერება საქართველოს მიმდინარე ევროინტეგრაციული მდგომარეობის, ევროკავშირის გაფართოების, სამართლებრივი აპროქსიმაციის, გაწევრების კრიტერიუმების, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს შეფასებების შესახებ; 
  • გააცნოს მსმენელს ევროკავშირის უმთავრესი ფასეულობები; მისი გაფართოების პოლიტიკა; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (AA/DCFTA) არსი და მნიშვნელობა, დღეს არსებული ბენეფიტები და გამოწვევები საქართველოსათვის;
  • ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების პაკეტის სპეციფიკა და საქართველოს ადგილი ამ გაფართოებაში;

  • ევროკავშირის გაფართოების შტრიხები (ისტორიული რაკურსი);  - ჭელიძე გ;
  • კოპენჰაგენის დოკუმენტი და კოპენჰაგენის კრიტერიუმები; 1993.  - ქარდავა ე;
  • საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა (90-იანი წლები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა/ENP; აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა/EaP, ასოცირების ხანა); ქარდვა ე;
  • ევროკავშირის 2023 წლის გადაწყვეტილება და გაფართოების ახალი პაკეტი. (ქვეყნები). - ჭელიძე გ;
  • უკრაინა, მოლდოვა და საქართველო - ასოცირების ტრიოს არსის ახსნა; ევროკომისიის შეფასებების შედარება. - ქარდავა ე;
  • ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკა. ჭელიძე გ. ქარდავა ე;
  • ევროკავშირის პოლიტიკური ინსტიტუტების ძირითადი ფუნქციები და შედარება (ევროპული საბჭო, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო);
  • ასოცირების შეთანხმება;
  • საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და მისი არსი;
  • ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი, DCFTA-ის ნაწილი და თანამშრომლობის სხვა სფეროები (ევროკავშირის კომპეტენციებისა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების ლოგიკის დადასტურება);
  • "წარმოშობილია საქართველოში“ და ევროკავშირის მოლოდინები საერთო ბაზრის და საერთო საბაჟო კავშირის ჩამოყალიბების თაობაზე; 
  • სამართლებრივი აპროქსიმაცია და შესაბამისობის ცხრილები.მესამე შეხვედრა: (გ. ჭელიძე);
  • ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების ქვეყნები. 10 ქვეყნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკები. მათი ევროპული ინტეგრაციის დინამიკა;
  • ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა;
  • ევროკავშირის სამშვიდობო პროცესებში ჩართულობის სპეციფიკა;
  • ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია, მოქალაქეობა;
  • სასერტიფიკატო დავალება;

საჯარო მოხელეები, სტუდენტები, სახელმწიფო მოსამსახურეები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ნებისმიერი დაინტერესებული პირი (კურსის შინაარსობრივი დატვირთვა,  ხანგრძლივობა იცვლება/მოდიფიცირდება სამიზნე აუდიტორიის შესაბამისად).