საქართველოს დასავლური ინტეგრაცია და ევროკავშირის ახალი გაფართოება
- აამაღლოს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების (საჯარო მოხელეების, სტუდენტების, ახალგაზრდების) ცნობიერება საქართველოს მიმდინარე ევროინტეგრაციული მდგომარეობის, ევროკავშირის გაფართოების, სამართლებრივი აპროქსიმაციის, გაწევრების კრიტერიუმების, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს შეფასებების შესახებ;
- გააცნოს მსმენელს ევროკავშირის უმთავრესი ფასეულობები; მისი გაფართოების პოლიტიკა და სპეციფიკა; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და საქართველოს მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებების არსი და მნიშვნელობა.
- ევროკავშირის 2023 და 2024 წლების გაფართოების პაკეტის სპეციფიკა და საქართველოს ადგილი ამ გაფართოებაში.
- ევროკავშირის გაფართოების შტრიხები (ისტორიული რაკურსი); - ჭელიძე გ;
- კოპენჰაგენის დოკუმენტი და კოპენჰაგენის კრიტერიუმები; 1993. - ქარდავა ე.;
- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა (90-იანი წლები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა/ENP; აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა/EaP, ასოცირების ხანა, კანდიდატობა და გაფართოება); ქარდვა ე.;
- ევროკავშირის 2023 წლის გადაწყვეტილება და გაფართოების ახალი პაკეტი. (ქვეყნები). - ჭელიძე გ.;
- ევროკავშირის 2024 წლის გადაწყვეტილება და გაფართოების პაკეტი 2024. ე. ქარდავა;
- უკრაინა, მოლდოვა და საქართველო - ასოცირების ტრიოს არსის ახსნა; ევროკომისიის შეფასებების შედარება. - ქარდავა ე.;
- ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკა. ჭელიძე გ. ქარდავა ე. ;
- ევროკავშირის პოლიტიკური ინსტიტუტების ძირითადი ფუნქციები და შედარება (ევროპული საბჭო, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო). გ. ჭელიძე;
- ასოცირების შეთანხმება; ე. ქარდავა;
- საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და მისი არსი; ე. ქარდავა;
- ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი, DCFTA-ის ნაწილი და თანამშრომლობის სხვა სფეროები (ევროკავშირის კომპეტენციებისა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების ლოგიკის დადასტურება); ე. ქარდავა;
- ევროკავშირის წლის გაფართოების ქვეყნები. 10 ქვეყნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკები. მათი ევროპული ინტეგრაციის დინამიკა. ე. ქარდავა, გ. ჭელიძე;
- ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. გ. ჭელიძე;
- ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია, მოქალაქეობა. ე. ქარდავა;
საჯარო მოხელეები, სტუდენტები, სახელმწიფო მოსამსახურეები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ნებისმიერი დაინტერესებული პირი (კურსის შინაარსობრივი დატვირთვა, ხანგრძლივობა იცვლება/მოდიფიცირდება სამიზნე აუდიტორიის შესაბამისად).