რას გთავაზობთ

შრომის სამართალი და შრომის მენეჯმენტი - სიახლეები და მიმართება ევროკავშირის შრომის სამართალთან

სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეს:

  • შესძინოს ანდა გაუღრმავოს ცოდნა შრომის სამართალის ცვლილე ბების შესახებ და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გაუძლიეროს ცოდნა  შრომის  მენეჯმენტის წარმართვის თაობაზე;
  • შესძინოს ცოდნა ევროკავშირის შრომის სამართლის სტანდარტებისა და მათთან შედარებით საქართველოს შრომის სამართლისა და პრაქტიკის შესაბამისობის შესახებ;
  • გამოუმუშაოს შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების სწორად გამოყენების უნარი, აგრეთვე, - პასუხისმგებლობა იმოქმედოს შრომითი ურთიერთობების მხარეთა ინტერესების ბალანსირებით, ამავდროულად, “favor prestatoris” პრინციპის დაცვით;
  • განახორციელოს შრომის ეფექტური მენეჯმენტი;

  • შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების ცნება და დამსაქმებლის ვალდებულებები;
  • შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები;
  • შრომითი ხელშეკრულების უვადოდ ქცევის სტანდარტი (ვადა);
  • დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში;
  • სტაჟირება;
  • გამოსაცდელი ვადა; 
  • შინაგანაწესის სტანდარტი;
  • სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური დრო;
  • არასრული სამუშაო განაკვეთი;
  • შეთავსებითი/პარალელური მუშაობა და კონკურენცია; 
  • გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ასპექტები;
  • დედის დეკრეტული შვებულება, ბავშვის მოვლის შვებულება (ორივე მშობლის), შვილად აყვანის შვებულება (ორივე მშობლის);
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და შეწყვეტის პროცედურა; სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
  • საწარმოთა გადატანის/გასხვისების დროს დასაქმებულთა დაცვის რეჟიმი;

ყველა ზემოაღნიშნული საკითხი განხილული იქნება ევროკავშირის შრომის კანონმდებლობის მოხმობის პარალელურად

  • დამსაქმებლები, ბიზნესის წარმომადგენლები, იურისტები, HR;
  • დასაქმებულთა წარმომადგენლები, დასაქმებულები;
  • სტუდენტები, სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები;
  • საჯარო მოსამსახურეები;
  • სახელმწიფო მოსამსახურეები;