რას გთავაზობთ

საგადასახადო კანონმდებლობა და აუდიტის განხორციელების პროცედურები

კურსის მიზანია, მსმენელების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, გაანალიზება და სამეურნეო ოპერაციების სწორი შეფასება. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სრულად და დეტალურად განიხილება საგადასახადო შემოწმების (აუდიტის) საკანონმდებლო რეგულაციები, პროცედურები და შემოწემების არსებით ეტაპებზე წამოჭრილი პრობლემები.

 

  • საგადასახადო კონტროლის თაობაზე საქართველოში  მოქმედი კანონმდებლობა
  • საგადასახადო აუდიტის (კამერალური და გასვლითი შემოწმება)  განხორციელება
  • აუდიტის წინასაკონტაქტო პროცედურის განხილვა და პირველადი ვიზიტი გადასახადის გადამხდელთან
  • აუდიტის პროსეცში გამოყენებული მიმდინარე კონტროლის პროცედურები (საგადასახადო მონიტორინგი, ქრონომეტრაჟი, საკონტროლო შესყიდვა, ინვენტარიზაცია)
  • სააღრიცხვო ჟურნალებისა და ჩანაწერების შედარება საგადასახადო დეკლარაციასთან
  • მთლიანი შემოსავლების და გაყიდვების ანალიზი
  • ხარჯების შემოწმება: რეალიზებული საქონლის თვითღირებულება
  • ხარჯების შემოწმება: მიმდინარე ხარჯები
  • საბანკო ჩანაწერების შედარება და ფისკალური ამონაწერის ანალიზი
  • საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები
  • არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძვლები
  • საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
  • საგადასახადო აუდიტის დასრულება, საგადასახადო შემოწმების აქტი
  • აუდიტის შედეგების აღიარება, მედიაცია და გასაჩივრება, მიღებული გადაწყვეტილებების გადაანგარიშებება და დასკვნების შედგენა

 

  • კერძო სექტორში დასაქმებული ბუღალტრები და ფინანსური მენეჯერები
  • აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლები
  • საკუთარი ბიზნესის მქონე პირები
  • საწარმოს სხვადასხვა სპექტრის სპეციალისტები, რომელთაც სჭირდებათ საგადასახადო დაბეგვრის საკითხების ცოდნა